მარინაყოჩიაშვილი
მასწავლებლის პორტფოლიო
Wednesday, July 6, 2016
Thursday, June 30, 2016
პროექტი ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?,,
- პროექტის სახელწოდება: ინტელექტუალური თამაში ,, რა? სად? როდის?,,
- პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იღებენ ზოგად ცოდნას, მონაწილეობას იღებენ ინტელექტუალურ თამაშში, ხდება საუკეთესო გუნდის და საუკეთესო მოაზროვნის გამოვლენა.
- პროექტის აქტუალობა: იმაღლებენ ინტელექტს.
- პროექტის მიზნები :უვითარდებათ მსჯელობის, ცოდნის გამომჟღავნების, მოსმენის, ახალი ცოდნის შეძენის, სწრაფად აზროვნების, ჯგუფური მუშაობის უნარი,
- მონაწილეთა ასაკი: 15-16-17 წელი
- ვადები /ხანგრძლივობა; 3 თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აიმაღლებენ ინტელექტს, შეიქმნება ფოტო -ვიდეო მასალა, გამოვლინდება საუკეთესო მოაზროვნე ,
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბზრიალა, ბუ, ფურცლები, კალმები, ფოტო და ვიდეო აპარატი, შავი ყუთი, სურათები, მომზადებული კითხვები, მრგვალი მაგიდა და სკამები. .სიგელები,
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 9-10-11-12 კლასიდან ირჩევა თითო გუნდი, ერთი გუნდი თამაშობს 6 ქულამდე, გამარჯვებული გუნდი გადის ფინალში, თამაში მიმდინარეობს სატელევიზიო გადაცემა ,,რა?სად/ როდის?,, ფორმატით, გამაჯვებული გუნდის თითოეული წევრის გადაეცემა დიპლომი, საუკეთესო მოაზროვნეს გადაეცემა ბუ .
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, სპორტი, მუსიკა. ქართ.
XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო
მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით. ქართ.
X. 2. კამათის დროს მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას
სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარინა ყოჩიაშვილი.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:MARINAYOCHIASHVILI.@GMAIL. COM
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: პროექტის განხორციელების გეგმა
Tuesday, June 28, 2016
Wednesday, June 22, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)
